მდინარე სურამულამ ქარელის რაიონის ორ სოფელში სახნავ-სათესი ფართობები დატბორა
ადიდებულმა მდინარე სურამულამ ქარელის რაიონის ორ სოფელში სახნავ-სათესი ფართობები დატბორა.
სოფელ ქვენატკოცა და სოფელ მოხისის დევნილთა ჩასახლებაში ადიდებული მდინარის წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის სოფელ ქვენატკოცაში მუშაობს ტექნიკა, რათა ადიდებული მდინარე მოსახლეობის საცხოვრებელ ეზოებსა და სახლებში არ შევიდეს.