მდინარე გლდანულაზე ხიდების რეკონსტრუქციის გამო, 3-დან 5 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე ხიდების რეკონსტრუქციის გამო, მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 5 თებერვლის ჩათვლით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინრომაციით, შეზღუდვა განპირობებულია 18 და 31-მეტრიანი კოჭების მონტაჟით, რომელიც ჯამში 52 ერთეულია.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში სრული დემონტაჟი ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ ავარიულ ხიდებს – როგორც მალის ნაშენს, ასევე, ბურჯებს. არსებული კონსტრუქციის ნაცვლად, რომელიც სამ პარალელურ ხიდს წარმოადგენს, მიმდინარეობს ახალი ხიდების მშენებლობა.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებს და ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 057 871
ლარი დაიხარჯება.