მცხეთაში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა [ფოტო]
მცხეთაში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა [ფოტო]

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის ორი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებამ 5.5 მილიონ ლარით დაფინანსა. პროექტის დასრულების შემდეგ 120 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები ახალ კორპუსებში გადაეცემა.

დასრულებული საცხოვრებელი სახლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

სამუშაოები ითვალისწინებდა ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასა და გარე განათების მონტაჟს. ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

გარდა ამ პროექტისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, წყალტუბოსა და ზუგდიდში ახორციელებს დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ საცხოვრებელ ბინას მიიღებს 3 700 მეტი ოჯახი.