მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია
უამინდობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, კერძოდ, სოფლების – სეთურებისა და ქუმლისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ძლიერმა წვიმამ საავტომობილო გზაზე ქვშა-ხრეში ჩამოიტანა.
აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.