მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია 
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია 

უამინდობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, კერძოდ, სოფლების – სეთურებისა და ქუმლისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ძლიერმა წვიმამ საავტომობილო გზაზე ქვშა-ხრეში ჩამოიტანა.

აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.