მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა აღდგა
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა აღდგა

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.