„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ახალი მუხლით განისაზღვრება იმ პირთა უფლება, რომელთა ინტერესები, რეპუტაცია და სახელი სატელევიზიო გადაცემაში არასწორი ფაქტების გადაცემით დაზიანდა
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება „პასუხის უფლების შესახებ“ სპეციალური მუხლი, რომელიც ადგენს იმ პირთა უფლებას, რომელთა ინტერესები, რეპუტაცია და სახელი სატელევიზიო გადაცემაში არასწორი ფაქტების გადაცემით დაზიანდა.
ცვლილებების გათვალისწინებით, პასუხის უფლება იმ პირს ენიჭება, ვისი კანონიერი უფლებაც მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით შეილახა.
კერძოდ, პროექტით, დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იქნება, მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა.
მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება, კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრდეს.