მატეუშ მორავიეცკი - უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს
უკრაინაში ომი, შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვერ ვივარაუდებთ ზუსტ თარიღს, როდის დასრულდება ომი. ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას ფრონტის ხაზზე და ამის შესაბამისად ვმუშაობთ უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარტნიორებთან ერთად“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, ომი რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ, მიუხედავად პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებისა, ის კვლავ ენდობა ამერიკულ სადაზვერვო სპეცსამსახურებს.
როგორც ცნობილია, მატეუშ მორავიეცკიმ დაადასტურა, რომ ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე ვარშავა მხარს დაუჭერს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გეგმას, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს.