მატეუშ მორავიეცკი - პოლონეთში ნატო-ს იარაღის საწყობების მშენებლობა გაგრძელდება
პოლონეთში ნატო-ს იარაღის საწყობების მშენებლობა გაგრძელდება, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
„ჩვენ, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, შევქმნით იარაღის საწყობებს. ნატო-ს კუთვნილი რამდენიმე ათასი სამხედრო ტექნიკა პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში განთავსდება. ამის წყალობით, ჩვენ ბევრად უფრო უსაფრთხო ქვეყანა ვიქნებით“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საწყობების მშენებლობა ხელს შეუწყობს ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილში გააქტიურებას და ეს შესაძლებლობა შეაკავებს მტრებს.
მორავიეცკის ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოეს დღეებში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს. ვიზიტის ფარგლებში ის მოლაპარაკებას გამართავს აშშ-ს თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან.