მატეუშ მორავეცკი - საფრანგეთში მაღაზიები გაძარცვეს, პოლიციის მანქანები დაწვეს, ჩვენ არ გვინდა მსგავსი სცენები პოლონეთის ქუჩებში, ევროპის არცერთ ქალაქში
მატეუშ მორავეცკი - საფრანგეთში მაღაზიები გაძარცვეს, პოლიციის მანქანები დაწვეს, ჩვენ არ გვინდა მსგავსი სცენები პოლონეთის ქუჩებში, ევროპის არცერთ ქალაქში

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი სცენების თავიდან ასაცილებლად უკანონო მიგრაცია უნდა შეჩერდეს.

აღნიშნულის შესახებ მატეუშ მორავეცკი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„მაღაზიები გაძარცვეს, პოლიციის მანქანები დაწვეს, ბარიკადები ქუჩებში – ეს ახლა ხდება პარიზის ცენტრში და საფრანგეთის ბევრ სხვა ქალაქში. ჩვენ არ გვინდა ასეთი სცენები პოლონეთის ქუჩებში. ჩვენ არ გვინდა მსგავსი სცენები ევროპის არცერთ ქალაქში. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ 2018 წლის ევროპული საბჭოს დასკვნებს, დავიცავთ იმიგრანტების ნებაყოფლობითი მიღების პრინციპს. შეაჩერე არალეგალური მიგრაცია. უსაფრთხოება პირველ რიგში“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.