იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი - იტალია არავის წინააღმდეგ არ ომობს, თუ მაკრონს ომი უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს და იტალიელების შეწუხების გარეშე წავიდეს
იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი - იტალია არავის წინააღმდეგ არ ომობს, თუ მაკრონს ომი უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს და იტალიელების შეწუხების გარეშე წავიდეს

იტალია არავის წინააღმდეგ არ ომობს, თუ მაკრონს ომი უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს და იტალიელების შეწუხების გარეშე წავიდეს, – ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ განაცხადა.

„მომავალ კვირას „ლიგის“ არჩევანი მშვიდობის არჩევანია. მე არ მინდა იტალიელები გაგზავნონ უკრაინაში საბრძოლველად და დასაღუპად, არ მინდა იტალიურმა იარაღმა დაბომბოს რუსეთი. იტალია არავის წინააღმდეგ არ ომობს, თუ მაკრონს ომი უნდა, ჩაფხუტი დაიხუროს და იტალიელების შეწუხების გარეშე წავიდეს” – განაცხადა მატეო სალვინიმ.

იტალიის ვიცე-პრემიერმის თქმით, თუ დღეს იტალია დაუთმობდა ევროკავშირს სუვერენიტეტს, მაგალითად თავდაცვის საკითხში და იარსებებდა საერთო ევროპული არმია, მაკრონის მსგავსი ბომბდამშენი ჩავიდოდა და ახალგაზრდებს საზღვარგარეთ მოსაკლავად გაგზავნიდა.

„ჩემს შვილს მაკრონის ხელში არ ჩავაგდებ“, – განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა.