მატარებელში დაბადებულ ბავშვს პარიზის სარკინიგზო კომპანიამ 25-წლიანი უფასო აბონემენტი აჩუქა
პარიზში, მატარებელში ბავშვი დაიბადა. როგორც ტელეკომპანია BFM-TV იუწყება, შემთხვევა საფრანგეთის დედაქალაქში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11 საათზე, ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ სარკინიგზო ხაზზე მოხდა. ქალს მოულოდნელად, მატარებელში მშობიარობა დაეწყო.
მგზავრის მშობიარობის გამო „შარლ დე გოლისა“ და „ნასიონის“ სადგურებს შორის მატარებლების მიმოსვლა დროებით შეწყდა.
საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა დედა და ახლაშობლი ბიჭუნა ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე თავს კარგად გრძნობს.
ქალაქის სარკინიგზო კომპანია RER-ის ხელმძღვანელობამ ჩვილს ქსელის მატარებლებით სარგებლობის 25-წლიანი უფასო აბონემენტი აჩუქა.