მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს სახელმწიფო 1 498 500 ლარის გრანტით დააფინანსებს
პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს სახელმწიფო 1 498 500 ლარის გრანტით დააფინანსებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ შესაბამის დადგენილებაშია საუბარი.
კერძოდ 2018-2019 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 1 498 500 ლარით განისაზღვრა. ამასთან, დადგინდა სასწავლო პროგრამების შესაბამისად ჩარიცხულ პირზე გასაცემი გრანტის მაქსიმალური ოდენობა.
მაგალითად, ქართული ენასა და ლიტერატურაში სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2150 ლარი იქნება, გეოგრაფიაში – 2250, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში – 1900 და ა.შ.
დადგენილებას თან ერთვის ცხრილი, სადაც დეტალურად არის აღწერილი 2018-2019 სასწავლო წლისთვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური) მოდული ქართული ენა, ლიტერატურა – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა – 2150 ლარი
მათემატიკა – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2150 ლარი
გეოგრაფია – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2250 ლარი
ისტორია – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2150 ლარი
ფიზიკა – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2250 ლარი
ბიოლოგია – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2250 ლარი
ქიმია – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2250 ლარი
სამოქალაქო განათლება -სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2250 ლარი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 1900 ლარი
სპორტი – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 1850 ლარი
ინგლისური ენა – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2250 ლარი
გერმანული ენა – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2250 ლარი
რუსული ენა – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2250 ლარი
ფრანგული ენა – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2250 ლარი
ქართული, როგორც მეორე ენა -სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2250 ლარი
მუსიკა – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2150
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა 2200 ლარი
გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო ამ პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში დაფარავს.
ხოლო, თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.
აღნიშნული პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს. მასწავლებელთა 60–კრედიტიანი მომზადების პროგრამის გასავლელად მსურველმა შესაბამისი საგნობრივი გამოცდა უნდა ჩააბაროს. გარდა ამისა, პირს ასევე უწევს კიდევ ერთი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. უშუალოდ იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სურს მასწავლებელთა მომზადების პროგრამის გავლა.
სწავლის დასრულების შემდეგ კი კურსდამთავრებულები მასწავლებლობის სერტიფიკატებს იღებენ, რომელიც მათ საფეხურეობრივ იერარქიაში პირდაპირ უფროსი მასწავლებლის სტატუსს ანიჭებთ.
სკოლაში ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით მუშაობის შემდეგ კი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, საკუთარი კვალიფიკაციით დასაქმება შეუძლიათ. სახელმწიფო მასწავლებელთა 60–კრედიტიანი მომზადების პროგრამის წარმატებულ წევრებს სრულად დააფინანსებს.