მაშველებმა ურეკში, 4-ბალიან შტორმში, ზღვიდან ლატვიის მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს
მაშველებმა ურეკში, 4-ბალიან შტორმში, ზღვიდან ლატვიის მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ურეკში, 4-ბალიან შტორმში, ზღვიდან ლატვიის მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს.

უწყების ცნობით, 44 წლის ქალი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ შავ ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა.

„ამ წუთებში, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 10 სექტემბრის 10:00 საათამდე“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.