საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.

უწყების ცნობით, ამ წუთებში დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი, ტალღების სიმაღლე კი სამ მეტრს აღწევს.

„შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება.

ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, აკრძალვა 10 სექტემბრის 10:00 საათამდე მოქმედებს.

დატოვე კომენტარი