მაშველებმა თეთნულდიდან ერთი უკრაინელი ტურისტი ჩამოიყვანეს, მეორის გადმოსაყვანად კი მუშაობა გრძელდება [ვიდეო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველებმა, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ერთი უკრაინელი ტურისტი მთის ფერდობიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეთნულდზე ამ დროისთვის გრძელდება სამაშველო სამუშაოები კიდევ ერთი ტურისტის უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.