მაშველებმა სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მაშველებმა ორი ცხედარი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს იპოვეს.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეთა ევაკუაცია გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე 70-მდე მოქალაქეა გამოყვანილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.