მაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში ვერტმფრენით გადაიყვანეს
მაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში ვერტმფრენით გადაიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სტეფანწმინდაში მაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან (3 600 მ.) რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.

სტეფანწმინდა

სტეფანწმინდა – მაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან (3600მ.) რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანესახალგაზრდა მამაკაცი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებასსამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on ორშაბათი, 13 აგვისტო, 2018