მაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში ვერტმფრენით გადაიყვანეს

11:22, 14.08.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სტეფანწმინდაში მაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან (3 600 მ.) რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ჯანმრთელობის პრობლემების გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა.

სამაშველო ოპერაციაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი იყო ჩართული.

https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/214959986034238/

 

 

მსგავსი