მარტყოფის ღვთაების მონასტერში რვა სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია ქვემო ქართლის გუბერნიაში დაუდასტურეს.
სასულიერო პირების თვითიზოლაციაში გადასვლა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 11 აპრილს ერთ-ერთ მოძღვართან აღსარებაზე მისულ ქალს ორი დღის შემდეგ „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.
„ისინი პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში. ჩემი ინფორმაციით, რაიმე სიმპტომი არ დასტურდება. თუკი რაიმე იქნება საჭიროება, ბუნებრივია, იქ გამკაცრდება ზომებიც და კონტროლიც“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.