მარტვილში წაჩხურობის დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო]
მარტვილში წაჩხურობის დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო]

მარტვილის ეპარქიის წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში სახალხო დღესასწაულ წაჩხურობას აღნიშნავენ.

ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. ამ დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარში საქართველოს ყველა კუთხიდან უშვილო წყვილები იკრიბებიან. მათ თან აკვნები და თოჯინები მიაქვთ, რათა უფალმა შვილი აჩუქოთ. ამ ფორმით ისინი ღმერთს შვილიერებას ევედრებიან.

წაჩხურუს ტაძარს მოსკე – წაჩხურუს ეძახიან, რაც მეძევეს ნიშნავს. იგი აგებულია მე-7 საუკუნეში, თუმცა ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნეში აგებულმა დარბაზული ტიპის ეკლესიამ მოაღწია.

ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა.