მარტვილში, სოფელ ბანძასთან სენაკის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ავტომობილი გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სახანძრო მანქანა მარტვილის მონასტერში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა.