მარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული „ჭყონდიდლობა“ აღინიშნება.
დღესასწაულის აღნიშვნა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო. წირვა მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ აღავლინა.
წირვის შემდეგ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობის ცერემონიალი გაიმართა.
ამასთან, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრში ფერწერული ნამუშევრები გამოფენა მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე მოწყობილია კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები, სადაც დამთვალიერებლებს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ. მოგვიანებით გაიმართება კონცერტი და საზეიმო ღონისძიებები ფოიერვერკით დასრულდება.