დედაქალაქში „თბილისობა“ აღინიშნება
დედაქალაქში „თბილისობა“ აღინიშნება

დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული იმართება.

„თბილისობის“ აღმნიშვნელი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში იქნება წარმოდგენილი. ჩატარდება გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.

ამასთან, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი გაიმართება.

„თბილისობის“ სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე.