„თბილისობის“ აღმნიშვნელი გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში იქნება წარმოდგენილი. ჩატარდება გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები.
ამასთან, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია და საზეიმო კონცერტი გაიმართება.