მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიის მკვიდრი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი გრიგოლ ჯიქია 100 წლის გახდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ მერიის თანამშრომლებთან ერთად იუბილე მიულოცა და მერიის სახელით 500 ლარი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ამასთან, ვეტერანს იუბილე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა.