მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, ნახუნაოდან დიდი ჭყონისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც აალდა.

მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მგზავრი დაშავდა და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.