მარტვილის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო
მარტვილის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სოფლის ამბულატორიის ექიმები მოსახლეობას სახლში აკითხავენ და ტემპერატურას უზომავენ. მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგის პროცესს მარტვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მარტვილის მერის წარმომადგენლები უწევენ მონიტორინგს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ტარდება.

მარტვილის მერის, ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, თერმოსკრინინგი, რომელიც დღეს დაიწყო, მოიცავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, ჯამში 43 000-მდე მოქალაქე შემოწმდება.