მარტში ფულადი გზავნილები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა
მარტში ფულადი გზავნილები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა

2018 წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131,1 მლნ აშშ დოლარი (320, 1 მლნ ლარი ) შეადგინა, რაც 17,0 პროცენტით (19,1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე, გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.0 პროცენტი მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა – 38,1 მლნ დოლარი რუსეთიდან შემოვიდა, შემდეგ მოდის იტალია 15,5 მილიონი დოლარით, საბერძნეთი – 13,7 მლნ დოლარით, აშშ- 13,0 მლნ დოლარით, ისრაელი – 13,0 მლნ დოლარით და თურქეთი 10,6 მლნ დოლარით.

2018 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20,9 მლნ აშშ დოლარი (51,1 მლნ ლარი) გადაიგზავნა,  გასული წლის მარტში ეს თანხა 6.8 მლნ აშშ დოლარს (41.6 მლნ ლარი) შეადგენდა.