მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მამა ილია ნასიძე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. წირვის დასრულების შემდეგ მამა ილია ნასიძე შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.