მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდება.
სამების საკათედრო ტაძარში წირვა 10:00 საათზე დაიწყო. წირვას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ატარებს.
დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება.
სახარების მიხედვით, ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.