„მარტივი ლოგიკის“ მობილური აპლიკაციის საპრიზო გათამაშების გამარჯვებული ათეული გამოვლინდა
პირველი არხის გასართობი, აზარტული და ყველაზე პოპულარული პროექტის „მარტივი ლოგიკის“ მობილური აპლიკაციის საპრიზო გათამაშებამ დღეს, პირველ აგვისტოს, ზუსტად 20:00 საათზე აიღო სტარტი.
„მარტივი ლოგიკის“ აპლიკაცია ამ დროისთვის 230 ათასზე მეტ ადამიანს აქვს გადმოწერილი, საპრიზო ფონდის – 5 000 ლარისთვის გათამაშებაში კი დაახლოებით 20 ათასი მომხმარებელი ჩაერთო.
გათამაშებაში დარეგისტრირებულ მოთამაშეებს 100 კითხვაზე უნდა გაეცათ სწორი პასუხი, ყველაზე სხარტები პირველ ათეულში მოხვდნენ და საპრიზო ადგილები გაინაწილეს.
საპრიზო ფონდი – 5000 ლარი სწორედ პირველ ათეულზე გადანაწილდა.