მარტინ შულცი - ანგელა მერკელის პარტიასთან ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა რჩება წინაღობები
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მარტინ შულცი კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მიმდინარე მოლაპარაკებებს აფასებს.
მარტინ შულცის თქმით, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა კვლავ რჩება წინაღობები, რომლის მიხედვითაც საბოლოო შეთანხმების ბედი უნდა გადაწყდეს.
მარტინ შულცი აღნიშნავს, რომ მისი პარტია დიდ კოალიციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ დარწმუნებული იქნება, რომ მთავრობა ევროპის გაძლიერებას შეძლებს. ამის შესახებ მსჯელობა, სწორედ დღევანდელ, საბოლოო შეხვედრაზე გაიმართება.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მასში მონაწილე პარტიები განხილვებს უკვე შიდაპარტიულ ჯგუფებში განაგრძობენ. 21 იანვარს სოციალ-დემოკრატიული პარტია კოალიციაში შესვლის საკითხს კენჭს უყრის, ოფიციალურ გადაწყვეტილება კი 22 იანვარს გახდება ცნობილი.