მარტინ კლუსი - სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ტარდება
სლოვაკეთი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარტინ კლუსმა დაწერა.
„ჩვენი პოზიცია ნათელია: სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლებიც საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში ტარდება 10 აპრილს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენს მხარდაჭერას, როგორც არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ“, – განაცხადა მარტინ კლუსმა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის: ამჟამინდელი დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი, დიმიტრი ტასოევი, ე.წ. დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ალექსანდრე პლიევი.