ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის: ამჟამინდელი დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი, დიმიტრი ტასოევი, ე.წ. დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ალექსანდრე პლიევი.

საოკუპაცო რეჟიმმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში, მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთში 76 საარჩევნო უბანი გახსნა.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 32 000 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ე.წ. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. დამკვირვებლები რუსეთიდან, ავსტრიიდან, ვენესუელიდან, სირიიდან, ნიკარაგუდან, იტალიიდან და თურქეთიდან ჩავლენ.