მარსზე აღმოჩენილი კრატერი დათვის სახეს ჰგავს — #1tvმეცნიერება
მარსზე აღმოჩენილი კრატერი დათვის სახეს ჰგავს — #1tvმეცნიერება

სახის პარეიდოლია არის ადამიანის მიდრეკილება ან ილუზია, როდესაც ყოველდღიურ ობიექტებში სახის ნაკვთებს ხედავენ — მაგალითად, ადამიანის სახეს მთვარეზე, პურზე, ხილზე და ა. შ.

თუმცა, მარსზე ახლად აღმოჩენილი კრატერის შემთხვევაში, საქმე შეიძლება „დათვ-იდოლიასთან“ გვქონდეს.

აშკარაა, რომ კრატერი მართლაც ჰგავს დათვის სახეს. მარსის ორბიტაზე მოძრავი ხომალდის, Mars Reconnaissance Orbiter-ის მიერ გადაღებულ სურათებზე არაერთი ასეთი უცნაური კრატერი გვინახავს, მათ შორის, გაღიმებული სახის, გადაჭრილი ხის, სპილოს ან ჩიტის ფორმის.

რას უნდა წარმოექმნა კრატერის შუაში არსებული უცნაური მახასიათებელი, რომელსაც დათვის დრუნჩს წააგავს?

„მოჩანს ბორცვი V-ის ფორმის ჩანგრეული სტრუქტურით (ცხვირი), ორი კრატერი (თვალები) და წრიული ნაპრალი (თავი). ეს ნაპრალი შეიძლება წარმოქმნილი იყოს ჩამარხულ დარტყმით კრატერზე ქანების დალექვის შედეგად. ცხვირი შეიძლება ვულკანური ან ტალახის ხვრელია, დეპოზიტები კი ლავის ან ტალახის ნაკადები“, — ამბობს მკვლევარი ალფრედ მაკევანი.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.