მაროშ შეფჩოვიჩი - ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასახავს სამი ქვეყნის განსაკუთრებულ ძალისხმევას წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით
ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასახავს სამი ქვეყნის განსაკუთრებულ ძალისხმევას წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა ლუქსემბურგში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპის მომავალს ეხებოდა.
„ეს ისტორიული კვირაა ევროკავშირისთვის, ხუთშაბათსა და პარასკევს საბჭო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. შემიძლია, ვთქვა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან განწყობა არის პოზიტიური და დადებითი. წინა კვირას კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასახავს ამ სამი ქვეყნის განსაკუთრებულ ძალისხმევას განაცხადებთან დაკავშირებით. რეკომენდაციები სთავაზობს ევროპულ პერსპექტივას უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, ხოლო სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას. ისინი დაფუძნებულია ამ ქვეყნების მზადყოფნის სოლიდურ შეფასებაზე. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილებაა სამივე ქვეყნისთვის, არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში“, – განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.