მაროკოში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მაროკოს სამხრეთით მდებარე პროვინციებში, ტატაში, ტიზნიტში, ერაჩიდიაში, ტინგირსა და ტარუდანტში კოკისპირულმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. დაღუპულია, სულ მცირე, 18 ადამიანი, ოთხი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა შორის არის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ესპანეთიდან, კანადიდან და პერუდან.
წყალდიდობის შედეგად განადგურებულია 56 საცხოვრებელი სახლი, დააზიანებულია გზები. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი.