მარნეულში სამხედრო ტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობით დატვირთული მანქანები შეჰყავთ [ვიდეო]

მარნეულში, სადაც კარანტინი გამოცხადდა, სამხედრო ტექნიკა შეჰყავთ, ასევე მანქანები, რომლებიც კარვებითა და სპეციალური აღჭურვილობით არის დატვირთული.

ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.