მარნეულში მედიკოსებს ტესტი ჩაუტარდათ, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მარნეულში იმ მედიკოსებს, რომლებსაც რისკ-ჯგუფებთან ჰქონდათ შეხება, ტესტი ჩაუტარდათ და არცერთ მათგანს ამ დროისთვის კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის სკრინინგიც.
მარნეულში 15 ათასი, ბოლნისში კი 3 400 ადამიანი გუშინ შემოწმდა და მათგან მომატებული ტემპერატურა მხოლოდ ოთხს აღმოაჩნდა.
ჩინეთიდან მიღებული ტესტების პირველი პარტია მარნეულში გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჩაიტანა.