მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შუახნის მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღითაა დაჭრილი.
დაშავებული მარნეულის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობა უტარდება.
შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.