მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა
მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა.
ცენტრი გახსნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა.
ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სავარაუდო მსხვერპლთა დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი მომსახურების დაწესებულებაა.
ცენტრის მიზანია ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. მათი ჯანმრთელობის დაცვა, ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების, რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
საქართველოს მასშტაბით სულ ხუთი კრიზისული ცენტრი, ხუთი თავშესაფარი მუშაობს.
ღონისძიება გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.