ოზურგეთში კრიზისული დახმარების ცენტრი გაიხსნა
ოზურგეთში კრიზისული დახმარების ცენტრი გაიხსნა

ოზურგეთში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა კრიზისული დახმარების ცენტრი გახსნა.

ცენტრში ძალადობის მსხვერპლებსა და დაზარალებულებს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესში დაეხმარებიან და მათ კანონიერ ინტერესებსაც დაიცავენ.

დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, ოთხი კრიზისული ცენტრი და ხუთი თავშესაფარი ფუნქციონირებს.

დაზარალებულთათვის მოქმედებს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცხელი ხაზი 116006, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და რვაენოვანია.