მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთ ოჯახს 50 სული რქოსანი პირუტყვი დაეხოცა
მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში გახაჯოვების ოჯახს 50 სული რქოსანი პირუტყვი დაეხოცა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რქოსანი პირუტყვები მწერების, ტკიპას საწინააღმდეგო წამლით დაბანეს და მინდორში გაუშვეს, ნახევარ საათში კი ყველა დახოცილი დახვდათ.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და დეტალებს არკვევენ.