მარნეულის მერი აცხადებს, რომ პირი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კონტაქტი არავისთან ჰქონია
მარნეულის მერი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მოქალაქე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„გუშინ აღებული ანალიზებიდან გვაქვს ერთი დადებითი. ეს პაციენტი უკავშირდება სასწრაფოს კლასტერს. ის არის ერთ-ერთი თანამშრომლის მეუღლე, რომელიც პირველი დღიდან იმყოფებოდა მკაცრ თვითიზოლაციაში და არც ერთ ადამიანთან არ ჰქონია კონტაქტი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ პირს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.