მარნეულის მერი აცხადებს, რომ პირი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კონტაქტი არავისთან ჰქონია

14:45, 17.05.2020

მარნეულის მერი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მოქალაქე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„გუშინ აღებული ანალიზებიდან გვაქვს ერთი დადებითი. ეს პაციენტი უკავშირდება სასწრაფოს კლასტერს. ის არის ერთ-ერთი თანამშრომლის მეუღლე, რომელიც პირველი დღიდან იმყოფებოდა მკაცრ თვითიზოლაციაში და არც ერთ ადამიანთან არ ჰქონია კონტაქტი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ პირს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი