მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ ოთხ პირს კორონავირუსზე ტესტი აუღეს
მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ ოთხ პირს კორონავირუსზე ტესტი აუღეს

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ საეჭვო სიმპტომებიან ოთხ პაციენტს იკვლევენ. კორონავირუსზე აღებული მათი ტესტის ნიმუშები უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, რომ ტესტების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ჯეოჰოსპიტალსის“ ექიმების განმარტებით, ოთხივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.