მარნეულის ახლად არჩეული მერი, ზაურ დარგალი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი, ზაურ დარგალი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
პირველ სამუშაო დღეს, მერის რანგში, დარგალი მოქალაქეებს შეხვდა. მოგვიანებით ქალაქის მერი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, შოთა რეხვიაშვილსა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.
გაცნობითი სახის სამუშაო შეხვედრაზე მომავალ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.