მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს, ეს ყველამ იცის, ხვალ თუ გადავწყვეტთ, ჩვენი სამხედროები გავიყვანოთ ევროპიდან, ეს იქნება ნატო-ს დასასრული, მათ ეს იციან
აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
ჟურნალისტმა რუბიოსთვის კითხვის დასმისას აღნიშნა, რომ, ზოგიერთი ევროპელის აზრით, აშშ-ს არ სურს ნატო-სთან თანამშრომლობა.
„ჩვენ ათასობით ჯარისკაცი და მილიარდობით დოლარი გავგზავნეთ. ეს ყველაფერი ევროპის დასაცავად გავაკეთეთ და არა აშშ-ის დასაცავად. აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის. თუ ხვალ გადავწყვეტთ, რომ ჩვენი სამხედროები გავიყვანოთ ევროპიდან, ეს იქნება ნატო-ს დასასრული და მათ ეს იციან. ვინც ამას გეუბნებათ, არაკეთილსინდისიერია და თამაშობს“, – აღნიშნა რუბიომ.