მარკ რუტემ თავის მოადგილედ ჩრდილოეთმაკედონიელი რადმილა შეკერინსკა დანიშნა
მარკ რუტემ თავის მოადგილედ ჩრდილოეთმაკედონიელი რადმილა შეკერინსკა დანიშნა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გენერალური მდივნის მოადგილედ ჩრდილოეთმაკედონიელი რადმილა შეკერინსკას კანდიდატურა დაამტკიცა.

„მას ჭეშმარიტად სწამს ალიანსის, იცის, რა სამუშაოა საჭირო ნატო-ში გასაწევრიანებლად და რას ნიშნავს, იყოს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას, რადგან ის ამ სასიცოცხლო როლს ასრულებს“, – ნათქვამია ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეკერინსკა ევროინტეგრაციის საკითხებში ჩრდილოეთ მაკედონიის ვიცე-პრემიერის და თავდაცვის მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას ის წლის ბოლოს დაიკავებს.